LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცივი იარაღის რეალიზაციისთვის ლიცენზიის აღება იქნება საჭირო

182
shutterstock_1112179544

ცივი იარაღის რეალიზაცია ლიცენზირებადი ხდება და უკანონო რეალიზაციაზე სანქციები მკაცრდება. ამის შესახებ შსს-ს მიერ მომზადებულ კანონპროექტშია აღნიშნული. ლიცენზიის გამცემ ორგანოდ შსს-ს მომსახურების სააგენტო განისაზღვრება. 

დაინტერესებულ პირს ცივი იარაღით ვაჭრობისთვის საჭირო ლიცენზიის 5 სამუშაო დღეში მისაღებად 50 ლარის გადახდა მოუწევს; 2 სამუშაო დღის განმავლობაში ლიცენზიის გაცემის მოსაკრებელი 75 ლარი იქნება; 1 სამუშაო დღეში გაცემის საფასური კი 100 ლარი განისაზღვრება.

რაც შეეხება ლიცენზიის აღებისთვის საჭირო დოკუმენტაციას, დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის წერილობითი განცხადება; მონაცემები იურიდიული პირის ან იდივიდუალური მეწარმის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ;

იურიდიული პირისათვის – ყველა დამფუძნებლის (თუ დამფუძნებელი ფიზიკური პირია), ხელმძღვანელის, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, ცნობები/ინფორმაცია მათი ნასამართლეობის, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლების ჩამორთმევის არ ქონის, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ცნობები;

ინდივიდუალური მეწარმისთვის – ცნობები/ინფორმაცია მისი ნასამართლეობის, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლების ჩამორთმევის არქონის, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ცნობები და სხვა სახის დოკუმენტაცია.

შსს-ს მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, ცივი იარაღით ვაჭრობის უფლების მქონე იურიდიულ პირს ან ინდივიდუალურ მეწარმეს, ცივი იარაღის იმპორტის უფლებაც აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები