LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ციყვებზე, მტრედებზე და მითოლოგიაზე საუბრობდა, მისი გამოსვლის დროს რუსეთი ამთქნარებდა – შეფასებები ზურაბიშვილზე

165
71203575-4475361269148015-1155618366111612928-o (1)

საქართველოს პრეზიდენტის გაეროში სიტყვით გამოსვლას უკვე მოჰყვა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა შეფასებები.

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ქვეყნის პირველმა პირმა გაეროს ტრიბუნა ფლორა-ფაუნაზე სასაუბროდ გამოიყენა. 

“ღმერთი გფარავდეთ!”- სალომე ზურაბიშვილმა გაერთოს ასამბლეაზე ინგლისურად დაწყებული სიტყვა ქართულად დაასრულა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა , გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას მსოფლიო ლიდერებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესები გააცნო, ისაუბრა ოკუპაციაზე და მისგან მომდინარე საფრთხეებზე. ასევე შეეხო ისეთ საკითხებს როგორიცაა ჯანდაცვა და  კლიმატის ცვლილებები. მსოფლიოს უმაღლესი ტრიბუნიდან სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ვერაფერი ათქმევინებს უარს საკუთარ ამბიციებზე, საუბარია ევრო და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. პრეზიდენტის თქმით, არჩეული კურსი და დასახულ გზაზე […]

“ჩვენი პრეზიდენტი წარსდგა ციყვისა და მტრედის სიმბოლოთი, 28 წუთიდან 25 წუთი ფლორა და ფაუნაზე ილაპარაკა”, – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე.

ის ირონიულად აღნიშნავს, რომ ზურაბიშვილის გამოსვლა “ძალიან დარდიანი” იყო.

“ახსენა ოკუპაცია, მაგრამ არ ახსენა ოკუპანტი. ახსენა ომი, მაგრამ არ ახსენა, რომელი ომი და ვისთან. ეს იყო სრულიად კაპიტულანტური გამოსვლა და მორჩილი, გაუბედავი საუბრები”, – ამბობს გოცირიძე. 

როგორც დარბაზში ისე მის გარეთ მყოფმა მსოფლიომ ვერაფერი გაიგო - ნათელაშვილი პრეზიდენტზე

"მავნებლურია საქართველოს პრეზიდენტის ტირილი გაეროს ტრიბუნიდან"

საქართველოს პრეზიდენტის სიტყვაში მითოლოგიური აქცენტები დაინახა “ევროპულმა საქართველომ”. გიორგი კანდელაკის თქმით,  ზურაბიშვილის გამოსვლა ოკუპანტი ქვეყნისთვის კომფორტული იყო.

 

“ზურაბიშვილს არაფერი უთქვამს იმაზე, რომ საქართველოს საკითხი უნდა იდგეს უმაღლეს დონეზე დასავლეთსა და რუსეთს შორის, არაფერი უთქვამს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე“. მან გამონახა დრო მითოლოგიაზე და ასეთ საკითხებზე სასაუბროდ“, – აცხადებს კანდელაკი.

პრეზიდენტი გაეროს ასამბლეაზე – მსურს გავაფრთხილო მსოფლიო, რომ აფხაზური ენა და იდენტობა განადგურების ზღვარზეა.

ოკუნტითვის კომფორტული გარემოს შექმნაზე საუბრობს ასევე ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში. ვანო მაჭავარიანი ამბობს, რომ პრეზიდენტის გამოსვლა ძალიან სუსტი იყო. 

“მან ისაუბრა არაფერზე. საქართველო პრეზიდენტმა, უნდა მოახერხო, რომ შენს გამოსვლას რუსეთის დელეგაციამ მთქნარებით არ უსმინოს”, – აცხადებს მაჭავარიანი. 

როგორც აღმოჩნდა, ზურაბიშვილის სიტყვებით მაინცდამაინც კმაყოფილი არც მთავრობა ჩანს.

უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტისგან მეტის მოსმენა სურდა.

“სიმართლე გითხრათ, სალომე ზურაბიშვილისგან მეტს ველოდი, უფრო სწორად, შეიძლება მეტის მოსმენა მინდოდა, როცა საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, აქ შეიძლება, სხვა ფორმით, მწვავედ თუ რბილად, უფრო მეტი თქმულიყო, რაც მე შეიძლება დამაკლდა”“, – აცხადებს სესიაშვილი.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი გაეროს 74-ე ასამბლეაზე სიტყვით გუშინ საღამოს გამოვიდა.