LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხოვრების მთავარი გამოწვევა მავნე საკვებზე უარის თქმა იყო – 54 წლის სინდი კროუფორდის აღმაფრთოვანებელი ფოტოსესია

442
sindycrowrd30325

90-იანი წლების სუპერმოდელმა, სინდი კროუფორდმა გამოცემა „რედს“ გულახდილი ინტერვიუ მისცა და ჟურნალის გარეკანისთვის საინტერესო ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა. 54 წლის მოდელი ფოტოებზე ულამაზესი ნაქსოვ შორტსა და თეთრ ბლუზაში პოზირებს. ერთ ფოტოზე კი მას La Ligne-ის ბრენდის ულამაზესი სვიტერი აცვია, რომლის ღირებულებაც 235 დოლარია.

კროუფორდმა სილამაზის საიდუმლოც გაამხილა და თქვა, რომ ცხოვრებაში ყველაზე მეტად მავნე საკვებზე უარის თქმა გაუჭირდა. მოდელი გამოტყდა, რომ საყვარელ საკვებზე უარის თქმა ყველაზე მძიმე გამოწვევა იყო:  „ცხოვრების მთავარი გამოწვევა მავნე საკვებზე უარის თქმა იყო, მაგრამ შეუძლებელია არაფერია“, – ამბობს სინდი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g