LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Covid-19 ვუჰანში ნახევარ მილიონამდე ადამიანმა გადაიტანა, ეს კი ოფიციალურ სტატისტიკაზე 10–ჯერ უფრო მეტია – ,,სიენენი” სკანდალური კვლევის შედეგებზე

140
covidnews201229

კორონავირუსის სამშობლოდ აღიარებულ ჩინურ ქალაქში შესაძლოა იმაზე ბევრად მეტი ინფიცირებული ყოფილიყო, ვიდრე ჩინეთი ცდილობდა ეჩვენებინა. CNN–მა სკანდალური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა – ვუჰანში Covid-19–ით ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ანუ გავრცელებულ ცნობაზე 10–ჯერ უფრო.

ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა მილიონობით ვუჰანელის, ასევე ჰუბეის პროვინციის და ახლო–მახლო მდებარე რამდენიმე ქალაქის წარმომადგენელთა ნიმუში შეისწავლა.

მკვლევარებმა ანტისხეულები ვუჰანელთა 4.43%–ში იპოვეს, ქალაქის მოსახლეობა კი მთლიანობაში 11 მილიონს შეადგენს. რაც იმას ნიშნავს რომ 50,354–მა ვუჰანელმა კოვიდი ნამდვილად გადაიტანა.

კვლევის მიზანი მოსახლეობაში ინფექციის მასშტაბის შეფასება იყო, რისთვისაც ანტისხეულებზე სისხლის ნიმუში შემოწმდა.

აღსანიშნავია, რომ კვლევა მას შემდეგ ჩატარდა, რაც ჩინეთში პანდემიის „პირველმა ტალღამ“ გადაიარა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ვუჰანი ნამდვილად კოვიდ–ეპიცენტრი იყო და მის გარეთ დაავადების გავრცელების მაჩვენებელი ბევრად დაბალია. მაგალითად, ჰუბეის პროვინციის ქალაქებში Covid-19–ის ანტისხეულები მოსახლეობის 0,44%–ს თუ აღმოაჩნდა.

ჩინელები მსგავსს მონაცემებს „პირველი ტალღის“ დროს წარმოქმნილ ქაოსს მიაწერენ. მაშინ საავადმყოფოებში ადგილები აღარ იყო, ბევრი ადამიანი სიმპტომების ქონის შემთხვევაშიც არ აკითხავდა ექიმს, ბევრმაც ვირუსი უსიმპტომოდ გადაიტანა.

ასე რომ, თუკი მსგავსი კვლევა სხვა ქვეყნებშიც ჩატარდება, შედეგები ანალოგიური იქნება, ფიქრობენ ვუჰანში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები