როგორც ცნობილია, მომღერალი თიკა ჯამბურია კულინარიულ შოუში „მასტერშეფი“ მონაწილეობს.
მომღერალი სოციალურ ქსელში წერს, რომ საოცარ სიამოვნებას იღებს პროექტში მონაწილეობისგან.
„და აი, ისიიც. ჩემი ცხოვრების ახალი გამოწვევაა. ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ ვგიჟდები სამზარეულოში ფუსფუსზე და ყოველთვის მინდოდა, უფრო სიღრმისეულად ამ პროფესიის სწავლა, მაგრამ ვერ ვახერხებდი, თუმცა ალბათ ყველაფერს თავისი დრო აქვს … და ეს სწორედ ის მომენტია, რომელიც უნდა გამოვიყენო. მიგულშემატკივრეთ, მართლა ძალიან ძალიან მონდომებული ვარ და საოცარ სიამოვნებას ვიღებ პროცესით “. – წერს თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში.
„თქვენც რომ გამოხვალთ სიმღერის კონკურსში, მეც ეგეთი სახით შემოგხედავთ.. არაფრისმთქმელი შუშის თვალებით..“ – თიკა ჯამბურია შეფ კონსტანტინეს