LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაბადების დღის საჩუქარი – ისრაელელმა ქალმა პალესტინელ ბიჭუნას თირკმელი აჩუქა

222
tnews45785

ისრაელელმა იდიტ ჰარელ სეგალმა საკუთარი 50-ე დაბადების დღე ორიგინალურად აღნიშნა. მან გადაწყვიტა საკუთარი თირკმელი სრულიად უცნობი ადამიანისათვის დაეთმო, რომელიც 3 წლის პალესტინელი ბიჭუნა აღმოჩნდა.

საბავშვო ბაღის მასწავლებელს, რომელიც ჩრდილოეთ ისრაელში ცხოვრობს, ერთი წუთითაც კი არ უყოყმანია თირკმლის გაცემაზე მას შემდეგ, რაც პაციენტის ვინაობა გაიგო. მიუხედავად იმისა, რომ იდიტისათვის ეს ადვილი გადაწყვეტილება არ ყოფილა. ისრაელი-პალესტინის კონფლიქტს მისი ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა, მაგრამ ქალბატონი მაინც არ ნანობს, რომ ეს ნაბიჯი გადადგა.

„ჰოლოკოსტს გადარჩენილი ბაბუა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ სიცოცხლის გადარჩენაზე დიდი ვალდებულება ადამიანს არ გააჩნია. ამიტომ იმის შეტყობამ, თუ ვინ იღებდა თირკმელს, წამით არ გამოიწვია ჩემში სინანული ან ყოყმანი. ყოველდღე ბედნიერი ვარ იმით, რომ ბავშვის სიცოცხლე გადავარჩინე”.- ამბობს სეგალი.

 

ისრაელელი მასწავლებელი თავისი სურვილის განსახორციელებლად იმ ორგანიზაციას დაუკავშირდა, რომელიც დონორებს მიმღებებთან აკავშირებდა. საერთო ჯამში, პროცესი ცხრა თვეს გაგრძელდა. საბედნიეროდ, ოპერაციამ კარგად ჩაიარა და ღაზას სექტორში მცხოვრებ პალესტინელ ბიჭს საფრთხე აღარ ემუქრება.

იდიტმა ბიჭუნას თირკმლის გაღებამდე წერილი გაუგზავნა:

,,შენ მე არ მიცნობ, თუმცა, მალე ძალიან ახლოს ვიქნებით, რადგან ჩემი თირკმელი შენს სხეულში იქნება. მთელი გულით ვისურვებდი, რომ ოპერაცია წარმატებით დასრულდეს, შენ კი დიდხანს, ჯანმრთელად და აზრიანად იცხოვრო”, – ნათქვამი იყო მასში. მოგვიანებით, ოპერაციამდე ქალბატონმა სეგალმა ბავშვი მოინახულა და როგორც ამბობს, მის მშობლებთან დღემდე კონტაქტობს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები