LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დადებითობის მაჩვენებელი 3.65 %-მდე გაიზარდა, თბილისში 463 შემთხვევა დაფიქსირდა – რა ხდება რეგიონებში, როცა ქვეყანა მესამე ტალღის დაწყების ზღვარზეა

99
fortuna 33

ეპიდემიოლოგები სულ უფრო აქტიურად საუბრობენ, რომ საქართველო მესამე ტალღის დაწყების ზღვარზეა. არ გამორიცხავენ , რომ შესაძლოა წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება გახდეს საჭირო.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 592 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 536 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 056 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 897 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 284 958-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.65 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.94%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.32 %.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 196 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 275 220-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 832 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 897 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 463 შემთხვევა,

აჭარა – 83,

იმერეთი – 88,

ქვემო ქართლი – 41,

შიდა ქართლი – 32,

გურია – 31,

სამეგრელო – ზემო სვანეთი – 96,

კახეთი – 19,

მცხეთა-მთიანეთი – 24,

სამცხე-ჯავახეთი – 1,

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 19.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 880, საიდანაც: 1 892 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 911, აჭარაში – 286, იმერეთში – 293. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 357 პირი, მათ შორის, თბილისში – 171, აჭარაში – 44, იმერეთში -70. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 62 პირი, მათგან თბილისში – 39, აჭარაში – 3, იმერეთში – 8. 269 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 166 – თბილისში, 98 – აჭარაში. 3 719 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 191 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 92, ხოლო აჭარაში – 9.

სულ 6 ოქტომბრიდან – 5 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 017 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 857 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 4 213 პირი, აჭარაში – 1 291, იმერეთში – 1 018.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g