LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაფიქსირდა ფოტო-ვიდეო გადაღების წესების დარღვევის და მონაცემების არაკანონიერად დამუშავების ფაქტები: საია

121
123305310-403394627713302-2907767063102835557-n

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არჩევნების მიმდინარეობის პროცესს აფასებს და ძირითად დარღვევებზე საუბრობს.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში შეჯამებულია საარჩევნო უბნების გახსნიდან, 08:00 საათიდან 10:00 საათამდე დაფიქსირებული ფაქტები.

როგორც საია-ში აცხადებენ, კენჭისყრის პროცედურები უმრავლეს უბანზე დროულად და არსებითი დარღვევების გარეშე დაიწყო. თუმცა, გამოიკვეთა ნეგატიური ტენდენცია, რომელიც პროცედურულ დარღვევებს უკავშირდება.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საია-ს სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებელთა მიერ დაფიქსირდა 10-ზე მეტი დარღვევა, მათ შორის გარდაბნის №19 უბანზე 7 საათის შემდეგ საიას დამკვირვებელი არ შეუშვეს. საბურთალოს №23, თელავის №54 და მთაწმინდის №3 უბნებზე წილისყრის პროცედურების შემდეგ გამოვლენილი ფუნქციები თვითნებურად გაცვალეს. ასევე შუახევში №41 უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებმა კომისიის წევრებმა უარი თქვეს საკუთარი ფუნქციის შესრულებაზე (დაწერილია საჩივარი).

ასოციაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საიას დამკვირვებლებმა დააფიქსირეს ფოტო-ვიდეო გადაღების წესების დარღვევის და ამომრჩეველთა მონაცემების არაკანონიერად დამუშავების ფაქტები. აღნიშნული შემთხვევები დაფიქსირდა ჩხოროწყუს №17,ზუგდიდის №24 და ბათუმის №35 უბნებზე.

დარღვევები საარჩევნო უბნებზე

„მედიასაშუალება newpost-ის წარმომადგენლები ამომრჩევლებს ფოტოებს უღებდნენ არსებული წესების დარღვევით, ახლო დისტანციიდან. ამასთან, არსებული ინფორმაციით, ფოტოგადაღება მიმდინარეობს სპეციალური პროგრამის მეშვეობით, რომლითაც ხდება ამომრჩეველთა სახის დასკანერება, რაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევაა“ – აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც საია-ში აცხადებენ, გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით ორგანიზაცია სტრატეგიული სამართალწარმოების მექანიზმსაც გამოიყენებს საოლქო საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g