საქართველოს 400-მდე საარჩევნო უბანზე, სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის დამკვირვებლებმა უბნების გახსნის პროცედურების რამდენიმე დარღვევა დააფიქსირეს.
მათი ინფორმაციით, გამოვლენილი დარღვევები წილისყრის პროცედურებსაც უკავშირდება. კერძოდ: მარნეულისა და გარდაბნის ერთ-ერთ უბანზე წილისყრის პროცედურა არ ჩატარებულა, ხოლო სამგორის მაჟორიტარულ ოლქში იგივე პროცედურა დარღვევით ჩატარდა.
კასპისა და გორის მაჟორიტარულ ოლქში კომისია, მინიჭებული ფუნქციებით, მუშაობას დარღვევით აგრძელებს. კერძოდ, უკვე ჩატარებული წილისყრა თავიდან ჩაატარა კომისიამ. ასევე დარღვევით ჩატარდა წილისყრა მარნეულსა და გარდაბნის, დიდუბისა და ჩუღურეთის და სამგორის მაჟორიტარულ ოლქებში.
რაც შეეხება ძირითად დარღვევებს, ორგანიზაციის ინფორმაციით, შემდეგი დარღვევები გამოვლინდა:
რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში, სადაც დამკვირვებელს მიუთითეს კონკრეტული ადგილი და არ მისცეს გადაადგილების საშუალება.
საბურთალოს მაჟორიტარული ოლქის, საოლქო კომისიის დამკვირვებელი არ შეუშვეს შენობაში, ასევე გლდანის უბანზე ხელ სუშლიან დამკვირვებელს უფლებამოსილების განხორციელებაში. დიდუბისა და ჩუღურეთის ოლქში დამკვირვებლებს ჩანაწერთა წიგნიდან ინფორმაციის მიღების საშუალება, არ მისცეს. მსგავს ინციდენტს ასევე სამგორის და ვაკის მაჟორიტარულ ოლქში ჰქონდა ადგილი.
დიდუბე-ჩუღურეთში მდივანი არ ავსებს ჩანაწერთა წიგნს და სადემონსტრაციო ოქმს.
რაც შეეხება ქუთაისის მაჟორიტარული ოლქის უბანზე, ვერ ხერხდება დისტანციის დაცვა, რის გამოც დამკვირვებლებს რიგრიგობით უწევთ უბანზე შესვლა.