LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაგროვებითი პენსიით საქართველოში 3,185 პირმა ისარგებლა – რა მოცულობის თანხაა საპენსიო სააგენტოში

186
პენსიონერი

საპენსიო სააგენტოს ცნობით, 2023 წლის 10 მარტის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.15 მილიარდი ლარია.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, წმინდა ამონაგები 481.8 მილიონ ლარს შეადგენს.

დღეიდან იუსტიციის სახლში საპენსიო სააგენტოს ყველა სერვისის მიღება იქნება შესაძლებელი

“საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 378 ათასი ადამიანია. დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 3,185 პირმა მათზე გაცემული თანხა კი 8,391,854.82 ლარს შეადგენს”, – აღნიშნულია საპენსიო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ანგარიშში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები