LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაინფიცირდა 5 352, გარდაიცვალა კიდევ 48 პაციენტი – განახლებული კოვიდსტატისტიკა

71
კორონა 11

საქართველოში კორონავირუსის 5 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 635 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 48 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 50 430 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 30 564, „პისიარ“ ტესტით – 19 866.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,61%, ბოლო 14 დღის – 9,33%, ბოლო შვიდი დღის – 10,27%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 461 198 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 409 110  გამოჯანმრთელდა, 6 230 კი, გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 352 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 2 363 შემთხვევა,
  • აჭარა – 905,
  • იმერეთი – 564,
  • ქვემო ქართლი – 262,
  • შიდა ქართლი – 285,
  • გურია – 124,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 281,
  • კახეთი – 340,
  • მცხეთა-მთიანეთი -134,
  • სამცხე-ჯავახეთი – 70,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 24.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 45 832 საიდანაც 6 578 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 075, აჭარაში – 862, იმერეთში – 941.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 322 პირი, მათ შორის, თბილისში – 564, აჭარაში – 134, იმერეთში – 322. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 302 პირი, მათგან თბილისში – 197, აჭარაში – 22, იმერეთში – 17

3 238 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 401 – თბილისში, 1 298- აჭარაში.

36 016 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 53 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 48, ხოლო აჭარაში – 5.

სულ 6 ოქტომბრიდან – 10 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 015 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 39 087 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 19 802, პირი, აჭარაში – 5 433, იმერეთში – 3 783“, – აღნიშნულია მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g