საქართველოში კოვიდსტატისტიკა განახლდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5085 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 62 პაციენტი.
ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 4428 პირი.
გუშინ საქართველოში 51 440 ტესტი ჩატარდა.
