Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 593 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 354 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 239 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 671 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 357 591-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.35 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.47%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.50%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 657 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 343 734-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 131 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 671 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 376 შემთხვევა,
  • აჭარა – 36,
  • იმერეთი – 72,
  • ქვემო ქართლი – 39,
  • შიდა ქართლი – 41,
  • გურია – 6,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 26,
  • კახეთი – 36,
  • მცხეთა-მთიანეთი – 28,
  • სამცხე-ჯავახეთი – 11,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 057 საიდანაც 2 825 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 528, აჭარაში – 224, იმერეთში – 381.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 659 პირი, მათ შორის, თბილისში – 299, აჭარაში – 54, იმერეთში -133. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 181 პირი, მათგან თბილისში – 112, აჭარაში – 10, იმერეთში – 14.

599 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 346 – თბილისში, 221- აჭარაში.

5 633 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 42, ხოლო აჭარაში – 0.

სულ 6 ოქტომბრიდან – 17 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 860 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 10 312 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3 879, პირი, აჭარაში – 1 320, იმერეთში – 1 097.

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები