ტელეწამყვანი და მსახიობი გიორგი გასვიანი თავის საყვარელ ვაჟთან, გალასთან ერთად რამდენიმე ვიდეოს აქვეყნებს.
ბედნიერ მამიკოს გალა ხელში უჭირავს და ფოტოკამერის წინ პოზირებს.
როგორც ირკვევა, პატარა გალას მომღერალი ანრი ჯოხაძე და მოდის კრიტიკოსი და ბლოგერი, დალი ჩიტალაძე სტუმრობდა.
გალას მშობლების ბედნიერების გამომხატველი რამდენიმე ვიდეო სწორედ მათ განათავსეს “ინსტაგრამ” გვერდზე.
გიორგისა და მარიტას პირველი შვილი რამდენიმე თვის წინ შეეძინათ. გოგონას ორსულობის პერიოდში კორონავირუსიც შეხვდა, თუმცა ვირუსი პრობლემების გარეშე გადაიტანა. მშობლებმა ვაჟს სახელი გალაკტიონ ტაბიძის პატივსაცემად დაარქვეს.