გასვიანების ოჯახი აღდგომის დღესასწაულს მხიარულად შეხვდა.
გიორგი გასვიანის მეუღლე სოციალურ ქსელში ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს, როგორ უმღერიან გალაქტიონს მამა და ბებია-ბაბუა.
მარიტა ასევე წერს, რომ პატარა გალა, რომელიც პირველად შეხვდა აღდგომის დღესასწაულს, უკვე 4 თვისაა.
“ქრისტე აღდგა! გილოცავთ, დღეს გალა 4 თვის გახდა და პირველად შეხვდა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს,” – წერს მარიტა და ვიდეოებს აზიარებს, სადაც ჩანს, რომ ოჯახთან ერთად იმყოფება მომღერალი ანრი ჯოხაძეც.