LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

And then we danced შვედეთმა „ოსკარზე“ წარადგინა

219
69490610-374618353435482-352446167360995328-n

შვედეთის ნომინანტი ფილმი „ოსკარის“ 92-ე ცერემონიაზე, რომელიც 2020 წლის 9 თებერვალს აშშ-ში გაიმართება, ქართულ-შვედური კოპროდუქცია And then we danced იქნება.

ეს გახლავთ ლევან ატკინსის ფილმი, რომელიც ქართულის მოცეკვავე ბიჭის შესახებაა, მას თავისი ანსამბლის ერთ-ერთი მოცეკვავე, ასევე ბიჭი, შეუყვარდება. ეს არის პირველი ქართული ფილმი ამ თემაზე და სხვათა შორის, მას სკანდალური გამოხმაურებები არ დაჰკლებია საქართველოში, თუმცა საზღვრებს გარეთ კინოკრიტიკოსების ქება დაიმსახურა.

ქართულ-შვედური ფილმი გეი სიყვარულის შესახებ შვედეთის სახელით ამერიკის კინოაკადემიის პრესტიჟული ჯილდოს უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში მოსახვედრად იბრძოლებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები