LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო ლიკლიკაძე: „რამდენიმე ადამიანი გამოვარდა და იძახის საკუთარი ქვეყნის ბავშვები არ გვყავს გაჭირვებულიო? ახლა კარგად მომისმინეთ ყველამ.. ლადო სიკეთესთან სუფთაა!11 ბავშვი გაზარდა მშობლების მზრუნველობას მოკლებული“

408
BeFunky-collage (54)

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგის ლადო აფხაზავას მიერ უკრაინელების დასახმარებლად შეგროვებულ თანხასა და არაერთგვაროვან შეფასებებს ეხმაურება სოციალურ ქსელში.

უკრაინელების დასახმარებლად ლადო აფხაზავამ 700 ათასი დოლარი შეაგროვა- ვინ იყიდა მასწავლებლის ჯილდოს მონეტა და დედის დანატოვარი ბეჭედი

“ლადო აფხაზავამ სოლიდური თანხა მოაგროვა უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად. რამდენიმე ადამიანი გამოვარდა და იძახის საკუთარი ქვეყნის ბავშვები არ გვყავს გაჭირვებულიო? (სხვისი ფულით უნდა სიკეთე აკეთოს და ასწავლის ლადოს რა უნდა ქნას)
ახლა კარგად მომისმინეთ ყველამ.

ლადო აფხაზავამ 11 ბავშვი გაზარდა მშობლების მზრუნველობას მოკლებული. მარტო კი არ გაზარდა, გზაზე დააყენა ყველა და ახლა ვინც სრულწლოვანია მათთვის სახლების შეძენაზე წელებზე ფეხს იდგამს.

ყველა ბავშვი მას „ბიძიას“ ეძახის. ნათქვამი აქვს, რომ მე მამა არ ვარ თქვენიო. ამ ბავშვებს ზრდის (საკუთარ სახლში) ზუსტად 15 წელია, თუ მეტი. და ამის გამო საკუთარი ცხოვრება არ აქვს, შესწირა მათ. გულიც კი მოუვა ალბათ ამ სტატუსს, რომ ნახავს, შვილები რანაირად არ მყავს, რეებს წერო.
მოკლედ იმის თქმა მინდა, აწიც რომ გამოენძრევა ვინმე და სხვის ფულზე დაიწყებს ვინ რა სიკეთე აკეთოს, ლადოს ნურაფერს წამოაძახებს- ლადო სიკეთესთან სუფთაა!”, – წერს დათო ლიკლიკაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g