LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაუშვებელია სიტუაციის შემდგომი ესკალაცია და კატეგორიული ტონი, აუცილებელია შედგეს დიალოგი: საპატრიარქო ნამახვანზე

59
1610102254-საპატრიარქო-e1610102272108

საქართველოს საპატრიარქო რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ შემაშფოთებელია ის დაძაბულობა, რაც უკანასკნელ დღეებში რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებს ახლავს.

მათ მიაჩნიათ, რომ აუცილებელია შედგეს დიალოგი, სადაც დაინტერესებულ მხარეებს, პასუხისმგებელ პირებსა და სპეციალისტებს მიეცემათ საშუალება მათთვის მნიშვნელოვანი კითხვების დასმისა და პასუხების მოსმენისა.

გუმათჰესთან შეხლა-შემოხლისას პოლიციამ 4 პირი დააკავა

“ეს დიალოგი არ უნდა იყოს ფორმალური, არამედ ყველა საშუალება უნდა იქნას გამოყენებული, რათა აღარ დარჩეს გაუგებრობები ნამახვან-ჰესის პროექტთან დაკავშირებით და საზოგადოებასაც ობიექტური ინფორმაცია მიეწოდოს.

დაუშვებელია სიტუაციის შემდგომი ესკალაცია, დაუშვებელია კატეგორიული ტონი, რომელიც არ ტოვებს ურთიერთ მოსმენის შესაძლებლობას.

პატივისცემით მივმართავთ ყველა მხარეს და ვთხოვთ, ხელი შეუწყონ პროცესების მშვიდობიანად და სამართლიანად წარმართვას”, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

გუმათში აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, რის შემდეგაც პოლიციამ გამოიყენა იძულების პროპორციული ღონისძიებები: შსს

გუმათში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია დილიდან განახლდა – სოფელ ნამახვანისკენ მიმავალი გზა პოლიციამ რკინის ბარიერებით გადაკეტა

13 არასამთავრობო ორგანიზაცია სოფელ გუმათთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები