LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ბაქრაძე გიორგი კვირიკაშვილის ვაშინგტონში ვიზიტს მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებად აფასებს

95

საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, დავით ბაქრაძე საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტს მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებად აფასებს.

ბაქრაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პრემიერის ვიზიტი შტატებში სწორედ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დანიშვნიდან რამდენიმე კვირაში შედგა. სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაზე ამერიკის შეერთებული შტატების მხარეს მაიკ პომპეო წარმოადგენს, საქართველოს მხრიდან კი დელეგაციას პრემიერმინისტრი წარუძღვება.

ბაქრაძის თქმით, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლებთან. ვიზიტის ფარგლებში განიხილავენ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს, ასევე მხარეები იმსჯელებენ ქვეყნებს შორის ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებზე.

„ვიზიტის ფარგლებში გვექნება დისკუსია იმ ყველა მიმართულებით, რომელიც საქართველოსა და ამერიკის პარტნიორობის სტრატეგიულ ხასიათს განაპირობებს, ეს არის თავდაცვა და უსაფრთხოება, ეს არის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები. საუბარი აუცილებლად შეეხება ჩვენს შემდეგომ ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სივრცეში და ასევე, განვიხილავთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებულ ვითარებას,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

აშშ-ში გიორგი კვირიკაშვილის სამუშაო ვიზიტი დღეს დაიწყება. საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავის ფარგლებში, დაგეგმილია სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენცია, რომელსაც საქართველოს პრემიერმინისტრი გახსნის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები