LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით კირკიტაძე: ვანო მერაბიშვილს არაფერი სჭირს ნიკა მელიას შესაშვები პარტიის ოფისში

294
BeFunky-collage (1)

“ყველა ადამიანს მივესალმები, ვისაც სურს “ნაციონალური მოძრაობის” გაძლიერება და ვისაც არ სურს “ნაციონალური მოძრაობა” იხილოს დამშვიდებულ, დაწყნარებულ და მიძინებულ მდგომარეობაში,“ – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა დავით კირკიტაძემ განაცხადა.

როგორც კირკიტაძემ “ტვ პირველის” ეთერში აღნიშნა, პარტიაში ცვლილებებია საჭიროა.

“დღეს ყველა ერთხმად ამბობს, რომ არჩევნებია საჭირო. არჩევნები რომაა საჭირო ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად არ არის და საჭიროა ცვლილებები და გადახედვა იმ პოზიციების, რასაც აკეთებდა აქამდე “ნაციონალური მოძრაობა.”

არის ორი პოზიცია. ადამიანები ფიქრობენ, რომ ნაციონალური მოძრაობა უნდა იყოს ასეთი და ასე გაგრძელდეს, მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ საჭიროა “ნაციონალურ მოძრაობაში” შეიცვალოს მიდგომები, შეცვალოს ნაციონალურმა მოძრაობამ სტილი და მოქმედება,” – აღნიშნა კირკიტაძემ.

გადაცემაში წამყვანმა დავით კირკიტაძეს ჰკითხა, ერევა თუ არა ვანო მერაბიშვილი “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებში და მანვე აღნიშნა, რომ მელიამ მერაბიშვილი პარტიის ოფისში არც თუ ისე დიდი ხნის წინ არც კი შეუშვა. აღნიშნულ კითხვას კირკიტაძემ ასე უპასუხა:

„ეს ფაქტი ნამდვილად არ ვიცი, ვანო მერაბიშვილს არაფერი სჭირს ნიკა მელიას შესაშვები პარტიის ოფისში. თუ მასთან გაქვთ კითხვა ერევა, არ ერევა, რა პოზიცია აქვს, არ მგონია პრობლემა ჰქონდეს, დაურეკეთ, მოვა, გიპასუხებთ,” – აღნიშნა კირკიტაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g