LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით მათიკაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაციის ძირითადი წყარო არიან

133
დავით მათიკაშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაციის ძირითადი წყარო არიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ კონსტიტუციის ფარგლებიდან გასულ პროცესს იწყებენ, რომელიც პარალელურად ვერანაირად ვერ იქნება ლეგიტიმური.

„ნაცვლად იმისა, რომ რეკომენდაციების პირველი პუნქტი შეასრულონ, ნაცვლად იმისა რომ აქ ჩამობრძანებული ევროპარლამენტარების რეკომენდაციები შეასრულონ, კონსტიტუციის ფარგლებიდან გასულ პროცესს იწყებენ, რომელიც პარალელურად ვერანაირად ვერ იქნება ლეგიტიმური. საქართველოს პარლამენტი არის ის ორგანო, სადაც მიიღება კანონები, რომელიც მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში. პარლამენტში შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფები და ეს არის ის წიაღი, რომელშიც, ვისაც ოდნავ მაინც გააჩნია სურვილი, რომ ქვეყანას დაეხმაროს, იმაში, რომ მან მდგრადი ნაბიჯებით იაროს ამ ვალდებულებების შესასრულებლად, ცხადია, ამ პროცესში უნდა მიიღოს მონაწილეობა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.