LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ქაცარავა უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს: “როცა შევხვდებით, რუსეთის მარცხზე, სოხუმის და ცხინვალის დაბრუნებაზე მოგიყვები…”

182
277706188_394882505505085_3678163163423487101_n

ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” ლიდერი დავით ქაცარავა უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს დავით მენაბდიშვილს ემოციურად მიმართავს.

როგორც ქაცარავა წერს, მენაბდიშვილი მთელი ცხოვრების განმავლობაში საქართველოსთვის იბრძოდა და გმირულად დაიღუპა.

“დავით, ჩემო ძმაო!

ახლა მოგმართავ შენ, როგორც ანტიოკუპაციური მოძრაობის წევრს!

შენ დაგვტოვე როგორც გმირმა, შენ ყველა ჩვენგანის გულის დიდი ნაწილი გაიყოლე თან!

ჩვენი მოძრაობის წევრები სხვადასხვა სიმბოლურ ადგილებში იღებენ ჩვენი ორგანიზაციის შევრონს – შენ ეს შევრონი ყველა ჭეშმარიტი ქართველისთვის სიმბოლურ ადგილას მიიღე – იქ, სადაც ზვიად გამსახურდიამ თავისი სიცოცხლის ბოლო კვირა გაატარა.

შენ უზომოდ ამაყი იყავი ამით და ჩვენთვისაც ეს მომენტი ძალზე ამაღელვებელი იყო.

შენ მთელი ცხოვრება იბრძოდი საქართველოსთვის და წახვედი გმირულად. გმირები არ კვდებიან!

შენ ჩემთვის ყოველთვის ცოცხალი იქნები, ისევე როგორც ყველა ის გმირი, ვინც შენსავით გადაინაცვლა გმირთა სასუფეველში.
ამიტომ მოგმართავ ისე, როგორც ჩვენი პატრულირების თუ უკრაინაში ბრძოლის დროს მოგმართავდი.

ვიცი, გაგიხარდება – გოსტომელში, განთავისუფლებულ გოსტომელში ანტიოკუპაციურ მოძრაობაში “ძალა ერთობაშია”-ში ოთხი ვაჟკაცი შემოგვიერთდა…

ვიცი, გიხარია და ამაყი ხარ.

ჩემი ძმა ხარ და მოვა დღე, როდესაც შევხვდებით, ბევრ რამეს მოგიყვები და დარწმუნებული ვარ, რომ შევხვდებით, რუსეთის მარცხზე, სოხუმის და ცხინვალის დაბრუნებაზე მოგიყვები.

მანამდე კი ბევრი საბრძოლოა, ძმაო.

ანტიოკუპაციურ მოძრაობა “ძალა ერთობაშია”-ში მატებაა!

ძალა ერთობაშია ❗

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი ❗” – წერს დავით ქაცარავა.

უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის დღიდან ექვსი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. დავით გობეჯიშვილი, გია ბერუაშვილი და დავით რატიანი საქართველოში გადმოასვენეს და სამხედრო პატივით დაკრძალეს.

რაც შეეხება მეოთხე დაღუპულს, ბახვა ჩიქობავას, ამ დრომდე ვერ ხერხდება მისი ცხედრის გადმოსვენება ალყაშემორტყმული მარიუპოლიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები