LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით სოკოლოვი საავადმყოფოში მოხვდა

1038
maxresdefault

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ დიქტორი დავით სოკოლოვი, რომლის მრავალწლიანი მოღვაწეობა ტელევიზიასა და რადიოში საზოგადოებას რამდენიმე წელია ახსოვს საავადმყოფოშია.

როგორც ირკვევა, სოკოლოვს მოკლე პერიოდში ორჯერ აქვს გადატანილი ინფარქტი.

„ჩემი უსაყვარლესი უფროსი მეგობარი და ყველა დროის ტელევარსკვლავი დავით სოკოლოვი მოკლე დროის განმავლობაში მწვავე ინფარქტით მეორედ მოხვდა საავადმყოფოში.

აქამდე ოჯახს არავინ შეუწუხებია ამ პრობლემით, მაგრამ ყველა რესურსი ამოიწურა და მინდა ვთხოვო დახმარება სახელმწიფო სტრუქტურებს, მათ ვინც იცის რა და როგორ შეიძლება გაკეთდეს, რა დახმარება ეკუთვნის 83 წლის ადამიანს პენსიის და საყოველთაოს გარდა რომ საავადმყოფოს და მკურნალობის ხარჯები დაფაროს.

გთხოვთ ცუდად არ მიიღოთ ეს თხოვნა. არც თანხის შეგროვების თხოვნაა ეს და არც ვინმეს ზედმეტად შეწუხების დათო არ დაუშვებს ამას რომ გამიგოს.

სახელმწიფოს რა დახმარება შეუძლია – ეს მაინტერესებს.

თვითონ წევს რკინიგზის საავადმყოფოში. გონზეა, სიცოცხლით სავსეა როგორც ყოველთვის და გადარჩენაც სრულიად რეალურია.

დამეხმარეთ, გთხოვთ“,- წერს რაზმაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები