LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავითაშვილი ევროპაში გაემგზავრება, საიდანაც ჩამოვიტანთ სოციალური პოლიტიკის რეფორმის კუთხით საუკეთესო გამოცდილებას – პრემიერი

45
ipiccy-image (1)

დეკემბრის დასაწყისში ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით სამუშაო ჯგუფი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გაემგზავრება, ჩამოვიტანთ საუკეთესო გამოცდილებას, ვინც სოციალური პოლიტიკის რეფორმა განახორციელა, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სოციალური პოლიტიკის რეფორმა ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის სასარგებლო იქნება. „ჩვენ გვექნება ინტენსიური მუშაობა. ჩამოვიტანთ საუკეთესო გამოცდილებას ევროპიდან, ვინც სოციალური პოლიტიკის რეფორმა განახორციელა. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის სასარგებლო იქნება“,- აღნიშნავს პრემიერი.

ცნობისთვის, გასულ კვირას პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ სოციალური დახმარების ნაცვლად, შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შესთავაზონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები