LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავითაშვილი ჯანდაცვის ახალ მინისტრზე: აუცილებელი არაა სამედიცინო პროფესიის იყოს – ის გამოცდილი და კვალიფიციური მენეჯერია

82
ლევან დავითაშვილი

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ახალ ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. მინისტრმა ამის შესახებ, მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრო მხოლოდ ჯანდაცვა არაა. მისი მანდატი ფართოა და ის გულისხმობს დასაქმების საკითხებსაც, სოციალურ და დევნილთა საკითხებს.

„ის გამოცდილი და კვალიფიციური მენეჯერია, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის. ჩვენთვის, გადაწყვეტილების მიღებისას, მნიშვნელოვანი იყო, რომ ყოფილიყო კვალიფიციური ადამიანი, რომელსაც მართვის განსაკუთრებული უნარი ექნებოდა.

ჯანდაცვის სამინისტრო მხოლოდ ჯანდაცვა არაა. მისი მანდატი ფართოა და ის გულისხმობს დასაქმების საკითხებსაც, სოციალურ და დევნილთა საკითხებს. ჯამში ეს არის ქვეყნის ბიუჯეტის მესამედი. მას სჭირდება მაქსიმალური პასუხისმგებლობით მართვა. როგორც ბევრ ქვეყანაში აუცილებელი არაა, ასეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური თანამდებობის პირი კონკრეტულად სამედიცინო პროფესიის იყოს. აქ არის მნიშვნელოვანი, რომ ჰქონდეს მართვის კარგი უნარები და გამოცდილება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის ახალი მინისტრის პოზიციაზე, ზურაბ აზარაშვილი წარადგინა.

„იგი არის ექიმის ოჯახში გაზრდილი, ჰყავს ხუთი შვილი“- პრემიერმა ჯანდაცვის ახალ მინისტრად ზურაბ აზარაშვილი წარადგინა

ჯანდაცვის ახალი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ამ დრომდე იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილე, მანამდე კი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ გენერალური დირექტორი. მანამდე კი „თბილავიამშენის“ გენერალური დირექტორი. მას საბანკო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

რა ქონებას ფლობს და რა განათლება აქვს ჯანდაცვის ახალ მინისტრ ზურაბ აზარაშვილს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g