LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეა კულუმბეგაშვილის ფილმის მორიგი გამარჯვება – ,,დასაწყისი” ტრიესტეს საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდოს მფლობელია

120
kulumbegashvilifilm

დეა კულუმბეგაშვილის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი “დასაწყისი” ტრიესტეს საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია. იგი საუკეთესო ფილმის ჯილდოს მფლობელი გახდა.

დაჯილდოვების ცერემონია ონლაინ მიმდინარეობდა და მას ტრიესტეს კინოფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელები – ნიკოლეტა რომეო და ფაბრიციო გროზოლი უძღვებოდნენ. ფესტივალის მთავარი ჯილდო საუკეთესო ფილმისთვის წარადგინა ჟიურის წევრმა პაოლო ბერტოლინმა, რის შემდეგაც დაჯილდოვების ცერემონიას თბილისიდან ონლაინ შეუერთდა დეა კულუმბეგაშვილი.

,,დასაწყისი” დეა კულუმბეგაშვილის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია. ფილმი 2020 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში შეირჩა. კორონავირუსის პანდემიის გამო, კინოფესტივალი არ ჩატარდა ტრადიციული ფორმით, თუმცა “დასაწყისი” მოგვიანებით კანში მაინც აჩვენეს ფესტიავლის სპეციალური გამოშვების ფარგლებში.

,,დასაწყისი”-ს ჩრდილოეთ ამერიკული პრემიერა შედგა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც ფილმს გადაეცა კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციაციის (FIPRESCI) ჯილდო. ფილმის მსოფლიო პრემიერა კი გაიმართა სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე. სან-სებასტიანში ფილმი 4 ჯილდოს მფლობელი გახდა: ფესტივალის მთავარი პრიზი “ოქროს ნიჟარა”, საუკეთესო რეჟისორის ჯილდო (დეა კულუმბეგაშვილი), საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო (ია სუხიტაშვილი) და ჟიურის სპეციალური პრიზი საუკეთესო სცენარისთვის (დეა კულუმბეგაშვილი, რატი ონელი).

,,დასაწყისი” გადაღებულია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში – ლაგოდეხსა და გარშემო სოფლებში.

ფილმი შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. იგი საქართველო-საფრანგეთის კოპროდუქციაა.

ტრისტეს საერთაშორისო კინოფესტივალი 1989 წლიდან იმართება და იგი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში წამყვანი იტალიური ფესტივალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები