LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დედა პატარა ბავშვივით გულამომჯდარი ტიროდა“ – როგორ გაუძლო დიდ ფსიქოლოგიურ დატვირთვას ბაბი კირკიტაძემ

1270
ბაბი-კირკიტაძე

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-11 სეზონის გამარჯვებულები ტელეწამყვანი და მომღერალი ბაბი კირკიტაძე და მოცეკვავე ერეკლე გირგვლიანი გახდნენ.

ბაბი კირკიტაძე ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში იმ ემოციებს იხსენებს, რომლებიც გამარჯვებულების გამოცხადების დროს დაეუფლა. ბაბი ასევე დედის პირველ ემოციებსაც იხსენებს:

„ოჯახის წევრები ნორმალურად არ მინახავს, დარბაზში დედაჩემის ნახვა გამიჭირდა. რომ დავინახე, პატარა ბავშვივით გულამომჯდარი ტიროდა. მშობელს შვილის წარმატება ყველაზე მეტად უხარია“, – აღნიშნავს ბაბი კირკიტაძე.

ბაბი კირკიტაძე ასევე საუბრობს, თუ რა იყო ყველაზე დიდი სირთულე პროექტის მსვლელობის დროს:

„ძალიან ცვალებადი პროექტია, ფიზიკური მომზადების გარდა, ფსიქოლოგიური მზაობაც საჭიროა. ძალიან ბევრი უნარი გჭირდება, კონკურსში ბოლომდე რომ გახვიდე..

მარტივი არ არის ფსიქოლოგიურად ამხელა დატვირთვას გაუძლო, ამას ფიზიკური დატვირთვაც ხომ ემატება?! მოკლედ, რთულია, მაგრამ შესაძლებელი“, – ამბობს ბაბი კირკიტაძე „გზასთან“.

„თქვენ მაძლევდით მოტივაციას და ძალას, რომ ჩემი მაქსიმუმი გამეკეთებინა” – ბაბი კირკიტაძე ემოციურ მიმართვას ავრცელებს

ერეკლე გირგვლიანი ბაბი კირკიტაძეს: „იმედია, ახლა მაინც, როცა პროექტი დამთავრდა, არ შემზღუდავ და ვიტყვი, რომ შენზე ნიჭიერ, ქარიზმატულ და მიზანდასახულ ადამიანს ჯერ არ შევხვედრივარ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები