LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედაქალაქის ნაძვის ხეს წიწვები და ტოტები დაემატება: მერიამ ასე გადაწყვიტა

492
CC3CC5E7-BDDE-4F04-878E-1318E2A51C21-w1023-s

თბილისი ახალ წელს ძველი, მაგრამ განახლებული საახალწლო ნაძვის ხით შეხვდება. მერია ტოტების გადაკეთებას გეგმავს.

გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებაში წერია, რომ შესასყიდი საქონლისა და თანმდევი მომსახურების ღირებულება 195 800 ლარია, ხოლო მომწოდებელია შპს “ღამის შოუ სტუდია”.

როგორც ხელშეკრულებიდან ჩანს, მომსახურება მოიცავს საახალწლო გასანათებელი მოწყობილობებისა და აქსესუარების, საახალწლო ნაძვის ხის მორთვა-გაფორმების თანმდევი მომსახურების შეძენას.

მხოლოდ ტოტებისა და წიწვების გადაკეთებისთვის 103 850 ლარია გაწერილი.

ხელშეკრულების თანახმად, აღნიშნული მომსახურება, არაუგვიანეს 2020 წლის 4 დეკემბრის ჩათვლით უნდა განხორციელდეს.

ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ წელს თბილისის მერია ახალი ნაძვის ხეს არ შეიძენს.

თბილისს ახალი ნაძვის ხე არ ექნება: როგორი ახალი წელი გველოდება

 

თუ გახსოვთ, შარშან იტალიიდან ჩამოტანილმა ნაძვის ხემ დიდი კრიტიკა გამოიწვია. მერიას როგორც ხის “სილამაზეს”, ასევე გადახდილ დიდ თანხებს ედავებოდნენ.

ჩვენი მთავარი ნაძვის ხე “შემოდგომის აზნაურს” მაგონებს – მამა პეტრე

 

 

ერთ-ერთი საუკეთესო ნაძვის ხე და განათება გვაქვს – კალაძე

კახა კალაძე კი შარშან აანონსებდა, რომ ნორვეგიიდან ნატურალურ ნაძვს ჩამოიტანდა, მაგრამ ეტყობა კორონამ ამასაც შეუშალა ხელი.

კახა კალაძე: მომავალი წლისთვის ვეცდებით, ნატურალური ნაძვის ხე ჩამოვიტანოთ ნორვეგიიდან

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები