17 იანვარს, ესპანეთის მეფე, ფილიპე და დედოფალი ლეტიცია სარსუელის სასახლეში დიპლომატებს შეხვდნენ. ამ დღეს დედოფალმა ლეტიციამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მოდას თავად ქმნის.
მან არჩევანი „ვალენტინოს“ ულამაზეს კაბაზე გააკეთა, ეს გახლავთ ყვავილებით დაპრინტული ულამაზესი ზედა და მწვანე ქვედაბოლო. საინტერესოა, რომ ეს ვინტაჟური კაბა ლეიტიციას დედამთილს, დედოფალ სოფიას ეკუთვნის და პირველად ეს სამოსი მას 10977 წელს გერმანიაში ვიზიტის დროს ეცვა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა დედოფალ ლეტიციას ვინტაჟური სამოსია აცვია. ცოტა ხნის წინ ის დედოფალ სოფიას კიდევ ერთი ძველი კაბით ვიხილეთ, რომელიც მონარქს ჯერ კიდევ 1981 წელს ეცვა.
„ნინა რიჩის“ ტვიდის კაბა და სამკაული ბრილიანტებით – დედოფალ ლეტიციას მორიგი მოდური გამოსვლა