ოფიციალური ვალდებულებების შესრულებას ერთ-ერთ პირველი 2022 წელს ესპანეთის სამეფო ოჯახი დაუბრუნდა, რომელმაც 6 იანვარს სამხედრო დღესასწაული აღნიშნა. ოფიციალურ მიღებაზე მთავარი მასპინძელი ქვეყნის მეფე ფილიპი იყო, მას მეგზურობას უწევდა მშვენიერი დედოფალი ლეტიცია, რომელმაც 2022 წელი ეფექტური გამოსვლით დაიწყო.
ლეტიცია ამჯერად გრძელ ლურჯ კაბაში იყო გამოწყობილი, რომელიც „ვარელას“ ბრენდის შავი ბეწვის მოსასხამთან და „ბულგარის“ სამკაულებთან ჰქონდა შეხამებული. ანსამბლს ასრულებდა საგვარეულო გულსაბნევი, რომელიც მონარქებს მხოლოდ განსაკუთრებულ დღესასწაულებზე უკეთიათ.
„ნინა რიჩის“ ტვიდის კაბა და სამკაული ბრილიანტებით – დედოფალ ლეტიციას მორიგი მოდური გამოსვლა