LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეგნანი: აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა ძალიან მნიშვნელოვანი ხიდი იქნება

82
Untitled design (2)

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი აცხადებს, რომ საქართველო-აშშ-ს შორის პირდაპირ ავიარეისებზე მოლაპარაკებები კვლავ დაიწყება.

კელი დეგნანის განცხადებით, პირდაპირი ავიამიმოსვლა ქვეყნებს შორის ძალიან მნიშვნელოვანი ხიდი იქნება:

„ვფიქრობ, ყველა, ვისაც უმგზავრია აშშ-დან საქართველოში და პირიქით, იცის, რა არაჩვეულებრივი იქნებოდა პირდაპირი ავიარეისები. ამაზე დისკუსია და მოლაპარაკებები კოვიდის პერიოდში შეწყდა და ვფიქრობ, კოვიდის შემდეგ კვლავ დაიწყება, თუმცა არ ვიცი რა ეტაპზეა ახლა, ვინაიდან კოვიდის გამო მოგზაურობის ინდუსტრია ზოგადად დაზარალდა.

რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ხიდი აშშ-სა და საქართველოს შორის. ხშირად მითქვამს, რომ ზოგჯერ რთულია ამერიკელების დარწმუნება, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში პირველად, მანძილის გამო, თუმცა არასდროს ჭირს მათი დარწმუნება, კიდევ დაბრუნდნენ აქ მას შემდეგ, რაც საქართველოს სტუმართმოყვარეობას გამოცდიან“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

აშშ-ის ელჩმა საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება:

„აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, არის საკითხი, რომელსაც აგვარებს აშშ-ის ვაჭრობის წარმომადგენელი და არა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, მაგრამ ვიტყვი, რომ ეს ასევე იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხიდი აშშ-სა და საქართველოს შორის.

2018 წელს მიზანშეწონილობის შესწავლა განხორციელდა. ვფიქრობ, მთავარი ის არის, თუ რამდენად სწრაფად შეგვიძლია წარმატების მიღწევა. ჩვენ ყოველთვის ვეძებთ შესაძლებლობებს, რომ დავეყრდნოთ იმ მჭიდრო პარტნიორობას, რომელიც საქართველოსა და შეერთებულ შტატებს აქვთ და ეს ურთიერთობები გავაფართოოთ. შემოვიტანოთ მეტი ამერიკული ბიზნესი საქართველოში და მეტი ქართული ბიზნესი შეერთებულ შტატებში. ვფიქრობ, ეს ორივე ქვეყნისთვის კარგია“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g