LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დეგრადირებული”, “მობეზრებული ადამიანები” – კობახიძე “ნაციონალური მოძრაობის” სიაზე

189
BeFunky-collage (3)

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნი, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარმოდგენილი პარტიული სია, „დეგრადირებული ადამიანების სიაა“.

როგორც კობახიძე განმარტავს, ოპოზიციის პარტიული სია იმის მაჩვენებელია, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” განახლების რესურსი არ აქვს.

ცნობილი პიანისტი ელისო ბოლქვაძე „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიაშია

რას საქმიანობენ ოცნების სიის ცნობადი სახეები

„ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ახალი სახე, ძალიან ბევრი ძლიერი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საპარლამენტო საქმიანობაში. ამის პირისპირ კი თქვენ იხილეთ აბსოლუტურად დეგრადირებული სია ისეთი ადამიანების, რომლებიც მობეზრებული ჰყავს სრულიად ქართულ საზოგადოებას. ეს არის გაუმართავი და განუახლებელი სია, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ არავითარი განახლების რესურსი არ აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, ვერც ექნება გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ცივილიზებულმა ადამიანმა იცის, თუ რა არის „ნაცმოძრაობა“ და რა არის „ევროპული საქართველო“ „გირჩი“ და ასე შემდეგ. ბუნებრივია, საზოგადოება ასეთ პოლიტიკურ სუბიექტებს ემიჯნება გამომდინარე მათი წარსულიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ეუფ, ასამდე ავიდნენ... არის თუ არა მიღწევა საპარლამენტო რესპუბლიკა და უნდა იყვნენ თუ არა სიებში ცნობადი სახეები

"ხელისუფლების მხრიდან გვექნება სამართლიანი, ოპოზიციის მხრიდან უსამართლო არჩევნები".

გიორგი გახარიას საპირწონედ “ქართულ ოცნებას” “ნაციონალურმა მოძრაობამ” ბუბა კიკაბიძე დაუყენა. „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

  • ბუბა კიკაბიძე;
  • გრიგოლ ვაშაძე;
  • ნიკა მელია;
  • ხატია დეკანოიძე;
  • კობა ნაყოფია;
  • დევი ჭანკოტაძე;
  • ლევან ვარშალომიძე;
  • სალომე სამადაშვილი;
  • ზალიკო უდუმაშვილი;
  • ხათუნა სამნიძე;
magti 5g