ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ხატია დეკანოიძე მოუწოდებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პასუხისმგებლობა აიღოს და შეიწყალოს ნიკა გვარამია. ამის შესახებ მან სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გამოცხადების შემდეგ ისაუბრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა
“ნიკას თავისუფლება ეს არაა მხოლოდ და მხოლოდ ნიკას თავისუფლება. ნიკას თავისუფლება ესაა ძალიან მნიშვნელოვანი, საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის, მათ შორის 12 პუნქტის შესრულებისთვის. პირდაპირ წერია ნიკას თავისუფლებაზე ევროპარლამენტის რეზოლუციაში. ასევე პირდაპირ წერია 12 პუნქტში, რომ მედია თავისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესია ნიკას თავისუფლება.
მიუხედავად იმისა, რომ ვიცი ნიკას დამოკიდებულება, მინდა სალომე ზურაბიშვილს ღიად მოვუწოდო, რომ საკუთარი პასუხისმგებლობა აიღოს ევროინტეგრაციის მიმართულებით და მიმართვის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ნიკა გვარამია გაათავისუფლოს. ეს არ ეხება მის პოლიტიკურ შეხედულებას, ეს ეხება საქართველოს ევროპულ მომავალს”, – განაცხადა დეკანოიძემ.
გიორგი გაბუნია: „რა უნდა ვთქვა? აღმოჩნდა, რომ ივანიშვილს ჯერ კიდევ სჭირდება, რომ ნიკა იყოს ციხეში“