დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტებს პირველი გამოცდის ჩაბარება ქართულ ენასა და ლიტერატურაში აქვთ.
ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი მუშაობს.
გამოცდაზე რეგისტრაცია 08:00 საათზე ყველა საგამოცდო ცენტრში ერთდროულად დაიწყო.
ეროვნული გამოცდები იწყება – წესები, რომლებიც აბიტურიენტებმა უნდა დაიცვან
მთავარი რეკომენდაცია დისტანციის დაცვაა.
გამოცდაზე დაიშვებიან ის აბიტურიენტებიც, რომლებსაც თერმოსკრინინგისას 37,5 გრადუსამდე ტემპერატურა ექნებათ. გამოცდის პროცესში პირბადის გაკეთება სავალდებულო არ არის.
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 25 ივლისს დასრულდება.
ეროვნული გამოცდების პერიოდში ავტობუსების დამატებით მარშრუტები ინიშნება