LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან საქართველოს მასშტაბით სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება

116
idasveneba

დღეიდან, საქართველოს მასშტაბით, სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება. რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, სწავლის პროცესი აღდგება თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებშიც.

მე-5 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით, ბავშვებისთვის პირბადის ტარება სავალდებულოა, რაც შეეხებათ დაბალი კლასის მოსწავლეებს, პირბადის ტარება მათთვის ნებაყოფლობითია.
ყველა საჯარო სკოლა აღჭურვილია ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსით. სკოლებში დარიგდა სადეზინფექციო ხსნარები, თერმოსკრინინგის აპარატები, დეზობარიერები. ყველა სკოლაში მოწესრიგდა სველი წერტილები.

სკოლებში ჯერჯერობით არ გახსნილა ბუფეტები და არც წრეების მუშაობა განახლებულა.

განათლების სამინისტრომ მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისა და მშობლებისთვის, განახლებული რეკომენდაციები შეიმუშავა. მშობელს საშუალება აქვს განცხადების საფუძველზე, მოსწავლისთვის ისევ დისტანციური სწავლების მეთოდი აირჩიოს. ასევე რისკ ჯგუფის მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ მათი საგანი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდეს. იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელს ან მოსწავლეს კორონა ვირუსი დაუდასტურდება, შესაბამისი ორგანოები იმსჯელებენ, მთლიანად სკოლა გადავა ონლაინ სწავლებაზე, თუ კონკრეტული კლასი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g