LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეისთვის ხარკოვის თითქმის მთელი ოლქი დეოკუპირებულია: ვოლოდიმირ ზელენსკი

46
ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დღეისთვის ხარკოვის თითქმის მთელი ოლქი დეოკუპირებულია. როგორც ზელენსკი Telegram არხზე წერს, უკრაინელებმა მოახერხეს ის, რაც ბევრს შეუძლებლად მიაჩნდა.

ზელენსკის თქმით, ოკუპანტების არმია ხარკოვის ოლქში 5 თვეზე მეტი ხნის  განმავლობაში იმყოფებოდა, რომელთაც გაპარტახებული სოფლები დატოვეს.

„დღეისთვის ხარკოვის თითქმის მთელი ოლქი დეოკუპირებულია. ეს იყო ჩვენი მეომრების უპრეცედენტო წინსვლა. უკრაინელებმა კვლავ მოახერხეს ის, რაც ბევრს შეუძლებლად მიაჩნდა“.

და ამ ხნის განმავლობაში ოკუპანტებს არც კი უცდიათ ხალხისთვის რაიმე გაეკეთებინათ, მხოლოდ ანადგურებდნენ, ართმევნდენ, მიჰქონდათ. მათ დატოვეს გაპარტახებული სოფლები და ზოგიერთ მათგანში ერთი გადარჩენილი სახლიც კი არ არის. რუსეთს გენოციდის გარდა არაფრის მოტანა არ შეუძლია“, – წერია პრეზიდენტის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები