LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს აშშ-ში უკრაინის დაჩქარებული წესით „ნატო“-ს წევრობის საკითხიც კი განიხილება“- გიორგი ვაშაძემ „ჩრდილო-ატლანტიკურ საბჭოში” შეხვედრები გამართა

70
unnamed

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ვაშინგტონში იმყოფებიან. მათ შეხვედრები „ჩრდილოატლანტიკურ საბჭოში” გამართეს. ჯონ გერფსთან და დენ ფრიდთან გამართულ შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს.

გიორგი ვაშაძის თქმით, დღეს საქართველოს უდგას პერიოდი, როდესაც მან ნაყოფიერად უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ გაატაროს დემოკრატიული რეფორმები ქვეყნის შიგნით და წამოიწყოს თავისუფალი ვაჭრობა იმისთვის რომ არ ვიყოთ რუსულ ეკონომიკაზე დამოკიდებული. ვაშაძის თქმით ასევე მნიშვნელოვანია ამერიკის სამხედრო ბაზების განთავსება საქართველოში.

„ატლანტიკური საბჭო“ ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ფაქტობრივად განსაზღვრავს და ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტებს ქმნის ჩვენს რეგიონთან დაკავშირებით. „ატლანტიკურ საბჭოში“ შევხვდით საქართველოს დიდ მეგობრებს, ჯონ ჰერფსს და დენ ფრიდს. ძალიან საინტერესო საუბარი იყო, ღიად შემიძლია ვთქვა პირველად ამ შეხვედრაზე გავიგე, რომ დღეს ამერიკაში უკრაინის დაჩქარებული წესით „ნატო“-ს წევრობის საკითხიც კი განიხილება. ბევრი ადამიანი ვინც ამის წინააღმდეგი იყო დღეს ამბობს, რომ უკრაინა ამას იმსახურებს.

იმისთვის, რომ საქართველო მოექცეს იმ ქოლგის ქვეშ სადაც უკრაინა იმყოფება აუცილებელია:

პირველი – საქართველო აქტიური უნდა იყოს და გააჟღეროს, რომ ჩვენ ვართ იგივე წნეხის და აგრესიის მსხვერპლი, რაც ახლა მიმდინარეობს უკრაინაში.

მეორე – საქართველო უნდა იბრძოდეს უკრაინის მხარდამხარ, მის გვერდით, უკრაინის დიპლომატიასთან ერთად უნდა ჩანდეს ქართული დიპლომატია, რომელიც მუშაობს აქ ვაშინგტონში და ასეთ შემთხვევაში ყველაფერი შესაძლებელია.

როგორც ჩანს სრულიად ახალი უსაფრთხოების სისტემა შეიქმნება ჩვენს რეგიონში, სავარაუდოდ უკრაინა ჩამოყალიბდება ერთ-ერთ ყველაზე დიდ გლობალურ მოთამაშედ და სამარცხვინოა ამ ფონზე ის დამოკიდებულება, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს უკრაინის მთავრობასთან  და ზოგადად უკრაინასთან მიმართებაში. კიდევ ერთხელ ვამბობ, როდესაც ამხელა რანგის მქონე ხალხი კითხვას გისვამს რას აკეთებს საქართველო?! რატომ აქვს ასეთი რიტორიკა?! რატომ არის მსგავსი ეჭვები საქართველოსთან მიმართებაში?! ეს ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება დაგვაყენოს სერიოზული პრობლემების წინაშე. ამიტომ ერთად უნდა დავდგეთ და კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ:

პირველი – ეს არის დემოკრატიული რეფორმების მოთხოვნა ქვეყნის შიგნით.

მეორე – თავისუფალი ვაჭრობა იმისთვის რომ არ ვიყოთ რუსულ ეკონომიკაზე დამოკიდებული და მესამე – ამერიკის სამხედრო ბაზების განთავსება.

ყველა ეს საკითხი შეგვიძლია დღეს დავაყენოთ და უფრო მეტიც, შეგვიძლია დავაყენოთ საქართველოს დაჩქარებული წესით „ნატო“-ს წევრობის სტატუსის მინიჭების საკითხი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამერიკისგან საოცარი მხარდაჭერა და ინტერესია საქართველოსთან მიმართებაში“, – გიორგი ვაშაძე

პოპულალურები