დღეს მიუზიკლ „ჩხიკვთა ქორწილზე“ დასწრების მსურველებისთვის თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისი ინიშნება. ის „ბლექ სი არენას“ (Black Sea Arena) ბაქანზე გაჩერდება.

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, მატარებელი შემდეგი განრიგით იმოძრავებს: გასვლა – თბილისი 12:40 საათი, ჩასვლა – „ბლექ სი არენა“ 17:25 საათი; ჩასვლა – ბათუმი 18:23 საათი, გამოსვლა-ბათუმი 23:50 საათი; გამოსვლა-„ბლექ სი არენა“ 0:38 საათი, ჩასვლა – თბილისი 5:15 საათი.

გარდა ამისა, თბილისიდან და ბათუმიდან დღეს მატარებელი №802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 2 სექტემბერს მატარებელი №811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები „ბლექ სი არენას“ ბაქანზეც ექნებათ.

ბილეთების შეძენა მობილური აპლიკაციით – Georgian Railway Tickets შეგიძლიათ, ადგილებს კი სურვილის შემთხვევაში მატარებელში აირჩევთ.

ბილეთები იყიდება ასევე ვებგვერდებზე  Railway.ge; tkt.ge;Biletebi.ge; matarebeli.ge; სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.

მაია მამულაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05