LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დღეს გავაცილეთ მანანა დოიჯაშვილი, ღირსებისა და პატრიოტიზმის მაგალითი…მშვიდობით ჩემო მანანა, შენს დაწყებულ დიდ საქმეებს ბოლომდე მივიყვანთ” – პაატა ბურჭულაძე

361
BeFunky-collage - 2023-01-22T004723.237

პაატა ბურჭულაძე ქართველი პიანისტის, საქართველოს სახალხო არტისტის, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პრორექტორის, პროფესორის და საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდის დირექტორ მანანა დოიჯაშვილის გარდაცვალებასა და ღვაწლზე სოციალურ ქსელში წერს.

“დღეს გავაცილეთ მანანა დოიჯაშვილი, ღირსებისა და პატრიოტიზმის მაგალითი.

ქალი, რომელმაც წარმოუდგენელი შეძლო! ყველაზე მძიმე 90-იან წლებში მან ფაქტობრივად გადაარჩინა თბილისის კონსერვატორია და ბევრ ქართველ დღეს ცნობილ მუსიკოსს მსოფლიოში გზა გაუკაფა.

მშვიდობით ჩემო მანანა, შენს დაწყებულ დიდ საქმეებს ბოლომდე მივიყვანთ”, – წერს პაატა ბურჭულაძე.

შეგახსენებთ, რომ მანანა დოიჯაშვილი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

1999 წელს მანანა დოიჯაშვილი დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. 2005 წელს მიენიჭა საფრანგეთის რესპუბლიკის „ლიტერატურისა და ხელოვნების ორდენის რაინდის“ და „მშვიდობის ელჩის“ საპატიო წოდებები. 2004 წელს საშემსრულებლო ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდა რუსეთის საშემსრულებლო ხელოვნების ფონდის პრემიით.  2003 წელს კი მანანა დოიჯაშვილმა მიიღო ქართველი მუსიკოსებისათვის უმაღლესი ჯილდო – ზ.ფალიაშვილის სახელობის პრემია.

მანანა დოიჯაშვილი გახდა საქართველოში საკონკურსო მოძრაობის სულის ჩამდგმელი: მან ჩაუყარა საფუძველი საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა და პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსებს (1997).  სწორედ ამ კონკურსის პარტნიორი იყო რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“, რომელმაც არაერთხელ სოლიდური პრიზით დააჯილდოვა კონკურსის გამარჯვებულები.

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ უსამძიმრებს მანანა დოიჯაშვილის ოჯახს და დიდ მწუხარებას გამოთქვამს მისი გარდაცვალების გამო… 

სალომე ზურაბიშვილი: „ქვეყანამ დაკარგა დიდი პროფესიონალი, ერთგული, მებრძოლი და ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ქალბატონი.. ბედნიერი ვარ, რომ პირადად ვიცნობდი მას“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები