LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს ისტორიული დღეა: ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლებს ხელი მოაწერეს

66
BeFunky-collage (2)

ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში, ხელი მოეწერა ოქმებს ჩრდილოატლანტიკურ კავშირში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების შესახებ.

შემდეგ ეტაპზე ფინეთისა და შვედეთის ალიანსში მისაღებად ნატოს თითოეული წევრის საკანონმდებლო ორგანომ ხელმოწერილი დოკუმენტის რატიფიცირება უნდა მოახდინოს.

„გმადლობთ მხარდაჭერისთვის! ახლა ალიანსის თითოეული წევრის მხრიდან რატიფიცირების პროცესი იწყება“, – განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დღეს ისტორიული დღეა ფინეთისთვის, შვედეთისთვის, ნატო-სთვის და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის, რადგან ცოტა ხნის წინ, ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლებს მოაწერეს ხელი. მისი თქმით, ნატო-ში გაწევრიანება იყო ფინეთისა და შვედეთის თავისუფალი, დამოუკიდებელი არჩევანი და ეს არის ყველა ქვეყნის ფუნდამენტური უფლება, თავად აირჩიონ საკუთარი გზა.

„გასულ კვირას მადრიდის სამიტზე მოკავშირეების ლიდერები შეთანხმდნენ, მიიწვიონ შვედეთი და ფინეთი ნატო-ში. ნატო-ს ელჩებმა ახლახან მოაწერეს ხელი გაწევრიანების პროტოკოლს. ეს არის ისტორიული დღე ფინეთისთვის, შვედეთისთვის, ნატო-სთვის და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. ფინეთი და შვედეთი ძლიერ და ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ჩვენს ალიანსში. ჩვენი ძალები არის ურთიერთავსებადი, ისინი გაწვრთნილი არიან და ერთად მსახურობენ მრავალი წლის განმავლობაში. ჩვენ ვიზიარებთ ერთსა და იმავე ღირებულებებს და ვდაგავრთ ერთსა და იმავე გამოწვევების წინაშე ბალტიის ზღვის რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები