LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დღევანდელი პროცესები არყევს საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს” – ექსპორტის განვითარების ასოციაცია

132
eda

ექსპორტის განვითარების ასოციაცია “ხალხის ძალის” მიერ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ ინიცირებულ კანონპროექტებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს. როგორც ასოციაციაში აცხადებენ, ქვეყანაში დღეს მიმდინარე მოვლენები არყევს საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს.

“ევროინტეგრაცია იყო და არის საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული გაძლიერების მთავარი ბირთვი. ექსპორტის განვითარების ასოციაცია, მისი კომპეტენციის ფარგლებში, ყოველთვის ცდილობდა კერძო სექტორის ხელშეწყობას, რათა ჩვენი პროდუქცია და მომსახურება კონკურენტუნარიანი ყოფილიყო ევროპასა და სხვა განვითარებული ქვეყნების ბაზარზე. დღევანდელი პროცესები არყევს საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს, რაც ახლა ერთადერთი გზაა ქვეყნის წინსვლისა და განვითარების”, – აღნიშნულია ექსპორტის განვითარების ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“ამას ექნება გავლენა ეკონომიკაზე… უზარმაზარ დახმარებაზეა საუბარი, რომელიც ეხმარება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას” – სოსო ბერიკაშვილი

“მივმართავთ უკიდურეს ფორმას საქართველოს მომავლისთვის… შევწყვიტოთ საჯარო სექტორისთვის სატრენინგო სერვისის მიწოდება” – ტრენერთა ასოციაცია

დავით გოგიჩაიშვილი: გაუმარჯოს ევროპას და საქართველოს ევროპაში.. მაშასადამე, არ გაუმარჯოს არაფერს, რაც ამ გზაზე ხელის შემშლელი იქნება

magti 5g