LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – 28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

427
მიხეილ ცაგარელი

დღე განპირობებულია მიმართულებადაკარგული მთვარის ნეგატიური ენერგიებით, რამაც შესაძლოა ყურადღების დეფიციტი გამოიწვიოს და არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. დღეს ასევე ახალმთვარეობაა, ეს მოვლენა ადამიანებში აგრესიისა, დეპრესიის და სხვადასხვა ცდუნების ალბათობას გაზრდის.

პოზიტიური და ნეგატიური დღე  – კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობის დასაწყებად, პრეზენტაციის ჩასატარებლად, იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, თანამდებობის დასაკავებლად და ახალი სამსახურის დასაწყებად. პოზიტიური დღეა ძვირფასეულობის, ლატარეის და პარფიუმერიის შესაძენად. ნეგატიური დღეა სიყვარულისა და ქორწინებისთვის.

ჯანმრთელობა – სუსტდება გულ-სისხლძარღვოვანი სისტემა და ხერხემალი.

დღის ფერები და მინერალები  – წითელი, ოქროსფერი, ბეჟი და ნარინჯისფერი.  მინერალებიდან გამოიყენეთ ბრილიანტი, მთის ბროლი, სარდიონი, ქარვა და სერდოლიკი. ეს  ქვები თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომთათვის და მერწყულთათვის,  დაძაბულია დღე თხის რქისა და თევზებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები