LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის  1 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

491
mixeilcagareli

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 12:16-დან 24:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

განეწყვეთ პოზიტიურად, ეცადეთ მთელი დღის მანძილზე შეინარჩუნოთ ამაღლებული, ხალისიანი განწყობა, რათა მთელი წელი იღბლიანი და წარმატებული იყოს.

მოუსმინეთ ინტუიციას და იმოქმედეთ მხოლოდ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით.

აკონტროლეთ ემოციები, რადგან ხვალინდელი სავსემთვარეობის წინ დღევანდელი დღეც საკმაოდ რთული და ემოციურად დატვირთულია.

მოერიდეთ გარშემომყოფთათვის საკუთარი სიმართლის დამტკიცებას, რადგან ასე მხოლოდ კონფლიქტს და უსიამოვნებას გამოიწვევთ.

არ ღირს იმ დაპირებების გაცემა, რომელთა შესრულება მომავალში გაგიჭირდებათ.

 პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, მეგობრებისა და ახლობლებისთვის სადღესასწაულო წვეულების მოსაწყობად,

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ფირუზი, სარდიონი, ლაზურიტი, იაგუნდი და ციტრინი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g