LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 12 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

525
მიხეილ ცაგარელი

მეტი ყურადღების გამოჩენა გმართებთ ხვალინდელი ახალმთვარეობის წინ, რადგან კონფლიქტური, ნეგატიური ენერგიებით დატვირთული დღეა. მოემზადეთ მოვლენების ნებისმიერი ცვლილებებისთვის, თუმცა არ ღირს ემოციებს აყოლა და დაუფიქრებლად მოქმედება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, საოფისე და საკანცელარიო ნივთების შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება,  ფინანსური ოპერაციები და ხელმძღვანელებთან ურთიერთობა, ახალი საქმის დაწყება და ნაცნობების შეძენა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა მავნე ჩვევების დასაძლევად, მოერიდეთ სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებას, ამოიღეთ კვების რაციონიდან ციტრუსი, თხილი და სხვა ალერგიული პროდუქტი.  გაუფრთხილდით დასუსტებულ ხერხემალს, ძვლებს, სახსრებს და კბილებს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, კრემისფერი, ოქროსფერი, ლურჯი და ყავისფერი, ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი, აგატი, ოპალი, ამეთვისტო და მარგალიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა კირჩხიბისთვის, ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები