LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

419
cagareli

დღევანდელი დღე გეომაგნიტური ენერგიითაა გაჯერებული, რაც პრობლემას ჯანმრთელობას შეუქმნის. მეტი დაისვენეთ და ჩაიტარეთ ჯანმრთელობის პროფილაქტიკული ღონისძიებები.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – პოზიტიური დღეა ცოდნის გადასამოწმებლად, კარგია საუნის მიღება, მასაჟი. პოზიტიური დღეა ქორწინებისთვის, სასიყვარულო ურთიერთობებისთვის, ახალი, მასშტაბური პროექტების დასაწყებად, მოგზაურობისათვის, საყიდლებისთვის. მოერიდეთ სარისკო ქმედებებს.

ჯანმრთელობა – სუსტდება ყელის არე, ენდოკრინული სისტემა და სწორი ნაწლავი. ამ ორგანოებზე ოპერაციული ჩარევა, განსაკუთრებული საჭიროებების გარდა, არ არის მიზანშეწონილი.

დღის ფერები და მინერალები – აქატი, მალაქიტი, ზურმუხტი, ონიქსი. ფერები: ყავისფერი, ლიმონისფერი, ცისფერი, ლურჯი და მწვანე. ეს ფერები გაზრდის თქვენი წარმატების შანსსა და შეგმატებთ შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითია კუროსა და მორიელისთვის, დაძაბულია ტყუპებისა და მშვილდოსნებისთვის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები