LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 20 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

436
cagareli-sbt-2019-12-24-12-37-25-320396-2020-01-03-07-39-37-866847

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 14:53-დან 15: 59 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

მოერიდეთ აგრესიის, ზედმეტი ეჭვიანობის და ირონიის გამოვლენას. არ ღირს სხვათა კრიტიკა და პრეტენზიის გამოთქმა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის შესაძენად, ქველმოქმედებისა და სხვათა დასახმარებლად. ნაკლებად გაამართლებს ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა –  ამოიღეთ კვების რაციონიდან ცხარე და მარილიანი საკვები. კარგი დღეა კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად, სეირნობისა და ვარჯიშებისთვის. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, მწვანე, ლურჯი, შავი, ბეჟი და ცისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ოპალი და საფირონი  გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა სასწორისა და მშვილდოსნისთვის ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები