LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 26 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

594
მიხეილ ცაგარელი

ინტელექტის და კომუნიკაციის მმართველი პლანეტის – მერკურის 15 თებერვლამდე თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, დისციპლინას და პრაგმატულობას, პასუხისმგებლობას, წინდახედულობას და მოთმინების უნარს, მეორეს მხრივ სიჯიუტეს, სიხისტესა და უხეშობას გააძლიერებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს მგზავრობა და მოგზაურობა, ახალი საქმის დაწყება და სამსახურის მოძიება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, შავი, თეთრი, მწვანე, ლურჯი და ცისფერი, ასევე ოპალი, ონიქსი, ტოპაზი, იასპი და მარგალიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, ქალწულისა და თევზებისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ლომს, სასწორს, მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები