LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 3 აპრილი ასტროლოგიური პროგნოზი

406
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 09:25-დან 12:15 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ექსკურსიის და ტურისტული ლაშქრობის მოსაწყობად, ახალი ადამიანების გასაცნობად და ნაცნობთა წრის გასაფართოვებლად, ახლობლებთან ურთიერთობის გასარკვევად და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოსაგვარებლად, ავეჯის და სამშენებლო მასალის შესაძენად, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის. ნაკლებად გაამართლებს ვაჭრობა და ფინანსური ოპერაციები, ხელმძღვანელთათვის პროექტების წარდგენა და პირობების წაყენება.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ სიმძიმის აწევას. დროებით უარი თქვით თხილის, თაფლის და სხვა ალერგიული პროდუქტის მირთმევაზე. თავი შეიკავეთ სტომატოლოგის ვიზიტისგან. კარგი დღეა მავნე ჩვევების დასამარცხებლად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ძვლოვან სისტემას, სახსრებს და ხერხემალს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ყავისფერი, კრემისფერი და ნაცრისფერი, ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი, აგატი, მალაქიტი და ოპალი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და ტყუპებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები