LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 3 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი –

546
მიხეილ ცაგარელი

გუშინდელი ახალმთვარეობის შემდეგ დღესაც შენარჩუნდება მძიმე ენერგეტიკული გარემო. გამოიჩინეთ მეტი სიმშვიდე და თავშეკავება, არ აჰყვეთ ფანტაზიებს და ილუზიებს.

მეტი დრო დაუთმეთ ახლობლებთან ურთიერთობას და საკუთარ თავზე ზრუნვას.

არ ღირს ფარულად მოქმედება და საიდუმლო რომანების გაბმა, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გამოაშკარავდება და ისევ თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს.

ყურადღებით გადაამოწმეთ ყველა ინფორმაცია, რადგან მაღალია ცრუ ინფორმაციის გავრცელების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, საქველმოქმედო და საზოგადოებრივი, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებად და სასამართლო პროცესების დასაწყებად, მცენარეების დარგვისა და გადარგვისთვის. ნაკლებად გაამართლებს ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება, სესხის აღება და ფულის ვალად გაცემა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ მხედველობას, ნერვულ და ლიმფურ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი და ამეთვისტო გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს, მშვილდოსანს და მერწყულს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g