მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 18:58-დან 24:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური გავლენა, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს სახიფათო და ავარიული სიტუაციების შექმნის მიზეზი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, თვითშემეცნებისა და საკუთარი შესაძლებლობების, სურვილების განსაზღვრისთვის, ავტორიტეტულ ადამაინებთან შეხვედრების მოსაწყობად და საკუთარი პროექტების გასაცნობად, ანტიკვარული ნივთების, ავტომობილის შეძენად და გასაყიდად. არ ღირს მსხვილი კაპიტალის დაბანდება, მოგზაურობა და ბინის შეცვლა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური გავლენა უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. შეაფერხებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის მუშაობას, გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. კარგი დღეა მასაჟისა და ფიზიკური ვარჯიშებისთვის, ყელის და ენდოკრინული სისტემის სამკურნალოდ, არ ღირს რენტგენისა და სხივური თერაპიის ჩატარება. დროებით ამოიღეთ კვების რაციონიდან ცხარე და მარილიანი საკვები.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი და შავი, ასევე ოპალი, ტოპაზი, გელიოტროპი, იასპი და ფირუზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და მომხიბვლელობას, დადებითი კოსმიური ენერგიების მიზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებული დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ ლომი, სასწორი, მშვილდოსანი და მეწრყული.

მსგავსი თემები